пятница, 21 июня 2013 г.

ქართული დამწერლობის კვალდაკვალ

1.      პროექტის სახელწოდება: ქართული დამწერლობის კვალდაკვალ
2.      პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან ქართული ანბანის განვითარების საფეხურებს.
3.      პროექტის აქტუალობა:  მოსწავლები დამხმარე ლიტერარურისა და ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ მასალებს ქართული ანბანის განვითარების შესახებ. გაეცნობიან უძველესი დამწერლობის ნიმუშებს, გაიხსენებენ ვის სახელს უკავშირდება ქართული ანბანის შექმნა, გაეცნობიან სხვადასხვა მოსაზრებებს ქართული დამწერლობის წარმოშობასთან დაკავშირებით. ყურადრებას გაამახვილებენ ქართული ანბანის გრაფიკულ თავისებურებებზე.
4.      პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაიგებენ, რომ ასომთავრული ერთიანი გრაფიკული სისტემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ასოს მოხაზულობა წინასწარ აღებული წრისა და სწორი ხაზისაგან არის წარმომდგარი, თითოეული მათგანი ერთნაირი სიმაღლისაა და კვადრატში ჯდება. გამონაკლისია  ჯ , რომელიც ი და ქ ასოების გადაჯვარედინებითაა მიღებული და წარმოადგენს იესო ქრისტეს ინიციალებისაგან შედგენილ მონოგრამას.
5.      მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
6.      ვადებ/|ხანგრძლივობა: ორი კვირა
7.      მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები დეტალურად გაეცნობიან ქართული ანბანის წარმოშობისა და განვითარების საფეხურებს, გააკეთებენ პლაკატებს თვალსაჩინოებისათვის, მიაწვდიან ინფორმაციას ნებისმიერ მსურველს.
8.      პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, პლაკატი „ქართული ანბანი“, ელ. მაჭავარიანის წიგნი „ქართული დამწერლობა“, ინტერნეტი.
9.      საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ისტორია-გაეცნობიან იმ ადგილებს ისტორიულ წარსულს, სადაც აღმოჩენილია უძველესი ქართული დამწერლობის ნიმუშები; გეოგრაფია- განსაზღვრავენ იმ ადგილების გეოგრაფიულ მდებარეობას, ხელოვნება- შექმნიან ანბანის გრაფიკულ გამოსახულებას.
10.  პროექტის ხელმძღვანელი: თეთრიწყაროს #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი-მარინე ნადირაძე
11.  ელ-ფოსტა:marinenadiradze@gimail.kom
12.  როექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://marinenadiradze1971.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий